ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

პრეზიდენტი: სასამართლო ევროსაბჭოს გავლენისგანაც მიუკერძოებელი უნდა იყოს

ქართული სასამართლო უნდა იყოს მიუკერძოებელი ნებისმიერი გავლენისგან. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი გავლენისგან, როგორიც არის ევროსაბჭოს დადგენილება. მე მინდა გითხრათ, რომ ევროსაბჭოს დადგენილება მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის. იქნება ეს პრეზიდენტი, პარლამენტი თუ სხვა პოლიტიკოსი. სასამართლოს სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლო უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პროცესისგან გამიჯნული, მათ შორის, ევროსაბჭოს ნაწილშიც. ამიტომ, მე მოვუწოდებ ქართველ მოსამართლეებს კიდევ ერთხელ, დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე და ყველგან, ყველა შემთხვევაში იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით და არა პოლიტიკური კონიუნქტურით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. ამასთან, ევროსაბჭო ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ითხოვს.

კომენტარები