ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

უსუფაშვილი: კითხვებსა და წუხილზე, რაც რეზოლუციაშია, პასუხი იქნება გაცემული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ყველა იმ კითხვაზე თუ წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული".

"დარწმუნებული ვარ, ყველა იმ კითხვაზე თუ წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული. დამაჯერებელი პასუხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს, ამ რეზოლუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთარი ბოროტმოქმედება თუ შეცდომები წარსულში გაამართლოს. ეს რეზოლუცია ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, იმუშაოს უკეთ და არ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება იყო კარგი, ყველაფერი კარგად ჩაიდინეს და ე.ი. მათ ჩამოერეცხათ ყველა ბრალი. პირიქითაა ეს ყველაფერი", - აღნიშნავს უსუფაშვილი.

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

კომენტარები