ზურაბ ჟვანიას საქმე

მიხეილ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დარჩა

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, მიხეილ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დარჩა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების არგუმენტად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლასა და მიმალვის საფრთხეს ასახელებდა, ადვოკატის თქმით კი, აღნიშნული საფრთხე არ არსებობს.

პროკურორისა და ადვოკატის არგუმენტების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დაცვის მხარემ 2014 წლის 23 მარტს გამოტანილი განჩინების შეცვლის გონივრული და და დასტურებული  ვარაუდი ვერ წარმოადგინა. პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი, მიხეილ ძაძამია სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 21 მარტს დააკავა.  ამავე ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძეც. 

კომენტარები