კრიმინალი

საქართველოში დეპორტირებული „ქურდი“ ისევ რუსეთში დააკავეს

primecrime.ru

გასულ კვირაში მოსკოვში, ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი", 41 წლის გიორგი ჯანელიძე, მეტსახელად გოგი პიტერსკი დააკავეს. ამის შესახებ კრიმინალური ამბების სააგენტო პრაიმკრაიმი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯანელიძე მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. პრაიმკრაიმის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ჯანელიძემ რუსეთში დაბრუნება ისევ მოახერხა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ ხელისუფლება რამდენიმეჯერ ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში და ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. შსს ამ ბრალდებებს უარყოფს. 

 

კომენტარები