გაეროს გენერალური ასამბლეა

გეგეშიძე: პრემიერის გამოსვლა მნიშვნელოვან გზავნილებს და აქცენტებს შეიცავდა

არჩილ გეგეშიძე
facebook.com/profile.php?id=100006623681625&fref=ts

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა. 

"ეს სიტყვა შეიცავდა რა მნიშვნელოვან გზავნილებს, აქცენტებს, იყო რა სწორად დაბალანსებული ამ თვალსაზრისით. იყო მორგებული როგორც ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისთვის, ისე რეგიონალური პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიდა აუდიტორიისთვის, ჩვენი აფხაზი და სამხრეთელი ოსი ძმებისთვის და დებისთვის“ - აღნიშნა გეგეშიძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

კომენტარები