გაეროს ასამბლეა

გიგა ბოკერია: პრემიერის გამოსვლა იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

Giga Bokeria
Tabula

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრემიერმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოსთვის პრინციპულ საკითხებზე მკაფიო გზავნილი გაეკეთებინა. 

"ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ მკაფიო გზავნილი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე. მეორე მხრივ, ეს იყო სრული ფარისევლობა, აღწერა რაღაც კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა საქართველოში და ახალი დემოკრატიის მშენებლობისა ქვეყანაში, რომელსაც არაფორმალურად მართავს მილიარდერი. მისი თანაშემწე გამოდიოდა რეალურად სიტყვით, რომელსაც არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს. ქვეყანაში, სადაც ყველა პროცესი წავიდა უკან ეკონომიკით დაწყებული კრიმინალთან ბრძოლითა და კორუფციით დამთავრებული" - განაცხადა ბოკერიამ. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ მედიაზე, ენერგეტიკულ პროექტებს და რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. 

კომენტარები