გაეროს ასამბლეა

მაკრონმა საკვანძო საკითხებზე ტრამპის საპირისპირო პოზიციები გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში, ზოგიერთ საკვანძო საკითხში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციებს დაუპირისპირდა. 

გლობალიზმი 

ტრამპი: ამერიკას ამერიკელები მართავენ. ჩვენ უარს ვეუბნებით გლობალიზმის იდეოლოგიას და მხარს ვუჭერთ პატრიოტიზმის დოქტრინას.

მაკრონი: ნაციონალიზმს ყოველთვის მარცხამდე მივყავართ, თუ არ გვყოფნის გამბედაობა, დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები, საერთაშორისო წესრიგი მყიფე ხდება და ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რაც უკვე ორჯერ ვნახეთ, გლობალურ ომამდე. ეს ჩვენი საკუთარი თვალებით ვნახეთ. 

სავაჭრო დეფიციტი

ტრამპი: ვაჭრობა სამართლიანი და ორმხრივი უნდა იყოს...მაგრამ ეს დღეები დასრულდა. ჩვენ აღარ მოვითმენთ ასეთ დამცირებას. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მშრომელების გაწირვას, ჩვენი კომპანიების გაყვლეფას და ჩვენი სიმდიდრის მიტაცებას და გადაცემას. 

მაკრონი: რა გადაჭრის სავაჭრო დეფიციტის პრობლემას და მის შედეგებს ჩვენი საზოგადოებებისთვის? საყოველთაო წესები, რომლებიც შესაბამისობაშია დღევანდელ რეალობასთან - რომლებიც მოგვცემს სამართლიანი კონკურენციის და თანასწორი პირობების გარანტიას. არცერთ შემთხვევაში ეს არ იქნება ორმხრივი გარიგებები სავაჭრო უთანხმოებებზე და ჩვენი ახალი პროტექციონიზმი. ეს არ იმუშავებს.

ირანი

ტრამპი: ირანის ლიდერები თესავებ ქაოსს, სიკდილს და დესტრუქციას. ჩვენ ვთხოვთ ყველა ერს ირანის რეჟიმის იზოლაციას.

მაკრონი: ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ სიტუაცია უარესდებოდა. მაგრამ რამ შეაჩერა ეს? 2015 წლის ვენის შეთანხმებამ... ჩვენი მიზანი არაა გავამწვავოთ სიტუაცია, არამედ წინ წამოვწიოთ უფრო ფართო დღის წესრიგი, რომელიც მიემართება ყველა საკითხს - ბირთვული, სარაკეტო, რეგიონალური- რომელიც ირანის პოლიტიკის მიერაა გამოწვეული. მაგრამ ეს დიალოგის და მულტილატერალიზმის მეშვეობით უნდა ხდებოდეს. უნდა ვიყოთ პირდაპირები და ამავე დროს მკაცრები.

მიგრაცია

ტრამპი: არალეგალური იმიგრაცია იწვევს კრიმინალური ქსელების და დაუნდობელი ბანდების დაფინანსებას, ისევე როგორც მომაკვდინებელი ნარკოტიკების შემოდინებას. ნამდვილი კეთილდღეობის დამყარება მხოლოდ საზღვრების კონტროლის გამკაცრებით შეგვიძლია

მაკრონი: მე არ მჯერა უპირობო ღიაობის იდეის. ამას მხოლოდ მღელვარება და შეუწყნარებლობა მოაქვს... მაგრამ მე ასევე არ მჯერა იმის, რასაც ევროპაში  ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, თუ ჩვენ ჩავკეტავთ საზღვრებს. არც ესაა სწორი. მიგრაციის კრიზისი რეალისტურად უნდა გადავჭრათ.

ისრაელი და პალესტინა 

ტრამპი: წელს, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შუა აღმოსავლეთში, ჩვენ ვაღიარეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლება თავად განსაზღვროს თავისი დედაქალაქი. მე გადავიტანე აშშ-ს საელჩო იერუსალიმში. აშშ დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებით, ისრაელს და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარების ჩათვლით.

მაკრონი: როგორ შეგვიძლია ისრაელი/პალესტინის კრიზისის აღმოფხვრა? ცხადია, რომ არა ცალმხრივი ინიციატივებით. არ უნდა გადავთელოთ პალესტინელი ხალხის კანონიერი მშვიდობის უფლება. ამავე დროს, არ უნდა უგულებელვყოთ ისრაელის უსაფრთხოების უფლება. გვერდიგვერდ ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაცხოვრების გეგმას, იერუსალიმის დედაქალაქობით, ალტერნატივა არ აქვს.

 

კომენტარები