სესიაშვილი: სირიაში მოქალაქეების გადინების პროცესის შეჩერება შეუძლებელია

ძალიან რთულია ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციებში გადინების პროცესის შეჩერება, რადგან, რიგ შემთხვევაში, არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ აქვთ, ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ტერორისტულ ქმედებებში ჩაერთვებიან, უბრალოდ შეუძლებელია. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროა შემდგომი რეგულირება: მაგალითად, მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო, ასევე რეგულაციას მოითხოვს ტერორისტული ორგანიზაციების და მათთან დაკავშირებული პირების, იგივე, ფინანსური საქმიანობის კონტროლი. ამის გამოცდილება გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებს. ასევე არსებობს საერთაშორისო რეზოლუციები, მათ შორის გაერო-ს, ევროკავშირის და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა დოკუმენტს შევუერთდეთ, რათა დავამკვიდროთ ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოებაში

განუცხადა ინტერპრესნიუსს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს მოქალაქეების სირიაში გახშირებულ გადასვლაზე კომენტირებისას

კომენტარები