ინვესტიციები

კახეთის განვითარების პროექტზე მსოფლიო ბანკისგან $60 მილიონია გამოყოფილი

სიღნაღის ერთერთი ქუჩა
ტაბულა

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ სოფელ დართლოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობითა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით აღდგენით სამუშაოებს ატარებს. მსოფლიო ბანკი შეღავათიანი სესხის სახით პროექტს $1.3 მილიონით აფინანსებს.

პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა, რათა ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებმა ტურისტებსა და მნახველებს შესთავაზონ აღდგენილი ინფრასტრუქტურა. დართლოში უკვე მოქმედებს რამდენიმე ოჯახური ტიპის სასტუმტრო, რომელიც წლის მანძილზე მხოლოდ ოთხი თვის მანძილზეა მოქმედი, სწორედ ამ მცირე ტურისტული სეზონის სრული ათვისებისა და განვითარებისთვისთვის ახლდება ინფრასტრუქტურა.

დართლოს აღდგენა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც მსოფლიო ბანკი კახეთის განვითრების პროექტის ეგიდით აფინანსებს. მსოფლიო ბანკი პრეოქტს $60 მილიონით აფინანსებს, ხოლო საქართვლოს მთვარობა კი $15 მილიონით. პროექტში შედის რეგიონის ყველა ძირითადი ტურისტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია და იქ თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შემქნა. კახეთის განვითარების პროექტი 4 წლიანია და ის 2016 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით კულტურული მემკვიდროების აღდგენას თანხის 23% მოხმარდება, ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე თანხის 28% დაიხარჯება დანარჩენი სახსრები კი რეგიონების საქართველოს ეკონომიკაში უფრო აქტიურ ინტეგრაციასა და ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის დაიხარჯება.

პროექტი IBRD-ის გრძელვადიანი სესხით ფინანფსდება, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 1.14%-ს შეადგენს. როგორც წესი შეღავათიანი სესხების დროს ბენეფიციარი ქვეყანა თანხის გადახდას პროექტის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ იწყებს, რომლის პროცესიც 25 წელს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის გადახდას 2026 წელს დაიწყებს და 2051 წელს დაასრულებს.
პროექტი მრავალ ეტაპად არის დაყოფილი, რომელიც თითოეული ცალკეული ქალაქისა თუ ობიექტის რეაბილიტაციით შემოიფარგლება. პროექტის მიმდინარეობიდან ორი წლის მანძილზე პირველი შედეგები უკვე არის თელავსა და ყვარელში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 210 შენობის ფასადს, განახლდა წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელები. რეაბილიტირებულ ზონაში 12 საათიანი წყალმომარაგების მიწოდება გახდა შესაძლებელი, საბოლოო მიზნით კი უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა განსაზღვრული.

კერძო სექტორში დღეისათვის ჩადებული ინვესტიციების მოცულობა $10 მილიონს შეადგენს, 2016 წლისათვის კერძო სექტორში დაგეგმილია $50 მილიონი ინვესტიციის მიღწევა.
2016 წლისათვის კახეთის ტურისტულ რაიონების სასტუმროებში უნდა იყოს დაახლეობით 2.500 საწოლი, რაც უკვე 2014 წლის მონაცემებით არის მიღწეული, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში საწოლების რაოდენობა 1,610-დან 2,511-მდე გაიზარდა. პროექტის მიზანია ტურისტული ნაკადის გაზრდა კახეთის 11 ძირითად ტურისტულ პუნქტში, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კახეთის პოპულარიზაციისთვის საჭირო მარკეტინგული სამუშაოები მიმდინარეობს.

15 სექტემბერს პროექტის ერთ-ერთი ეტაპი კერძოდ კი ალავერდის მონასტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა გარემონტდა და აშენდა მაწვნის სახლი, რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. "მაწვნის სახლის" მშენებლობა-აღჭურვისთვის დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯა მის მშენებლობაზე ორმოცდაათი ადამიანი იყო დასაქმებული. ხოლო გახსნის შემდეგ კი ობიექტზე დაახლოებით ოცდაათი პირი დასაქმდება. 2015 წლის ბოლომდე კიდევ ცხრა მსგავსი ობიექტის გახსნა იგეგმება.

იგეგმება ახალი გეოინფორმაციული რუკების რაოდენობის გაზრდა 10 ათასამდე, რომლითაც რეგიონში ჩასული ტურისტები ისარგებლებენ, ასევე გაიზრდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების რაოდენობა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტით უშუალო სარგებელს 54 ათასი პირი მიიღებს.

კომენტარები