მიხეილ სააკაშვილი

ძიძიგური: გიორგი მარგველაშვილმა ექს-პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს

მე მაქვს ჩემი მოსაზრება: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას. პროკურატურა ამაზე მუშაობს.ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ გაასაჩივრონ. ეს გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ ქონების დაყადაღებაზე, ახლა ანგარიშის დაყადაღებაზეც.სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. თუ არ მოსწონთ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, გაასაჩივირონ სხვა დონის სასამართლოებში

კომენტარები