რეფერენდუმი შოტლანდიაში

შოტლანდიაში რეფერენდუმი დაიწყო

Reuters

უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა? - შოტლანდიაში რეფერენდუმი დაიწყო. შოტლანდიაში მცხოვრებებს აღნიშნულ კითხვაზე "კი" ან "არა" პასუხების გაცემა შეუძლიათ.

რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად 4 285 323 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შოტლანდიაში სულ 2608 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომლებიც, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე დაიხურება. შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები