თალიბანი

ქაბულში თავდასხმას ISAF-ის მისიის სამი სამხედრო პირი ემსხვერპლა

AFP

აშშ-ის საელჩოსთან თვითმკვლელი ტერორისტები საერთაშორისო სამხედრო კოლონას დანაღმული მანქანით შეეჯახნენ, რამაც NATO-ს ISAF-ის მისიის სამი სამხედრო პირი იმსხვერპლა. აფეთქების შედეგად 13-ზე მეტი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თალიბანმა აიღო.

ავღანეთში ISAF-ის მისია 2014 წლის ბოლოსთვის სრულდება, რის შემდეგაც საერთაშორისო მისიის სამხედროები ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს გარდამავალ პერიოდში დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები