მარგველაშვილი-ივანიშვილი

ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მარგველაშვილი ოპოზიციაში გადაიყვანოს

ორი-სამი თავის თავს ექსპერტს რომ ეძახიან და რეალურად ელემეტნარული ანალიზის უნარი არ აქვთ, ელემენტარული რეალობის შეფასების უნარი არ აქვთ, მიტმასნილნი არიან ახლა პრეზიდენტს თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, ამაზე აქვთ პრეტენზია. ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვნია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა ,მეტი არაფერი, ესენი ამას საშინელ დღეში აგდებენ და დათვურ სამსახურს უწევენ პრეზიდენტ მარგველაშვილს. ეს ხალხი ახლა ამას ვითომც ეხმარებიან, რაც სურვილი აქვს ვითომ ამ სურვილს ცნობენ და უღვივებენ სასაცილო მდგომარებაში ვარდება თავადაც და ქვეყანაც...ნაციონალური მოძრაობა ეთამაშება [მარგველაშვილს] იქნებ როგორმე გუნდიდან ვიღაც სოლიდური წევრი გადაიყვანოს და ჩააყენოს ოპოზიციაში და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს. 

თქვა ბიძინა ივანიშვილმა პალიტრა-ტვ-სთან ვრცელ ინტერვიუში.

კომენტარები