NATO

რასმუსენი: NATO და დასავლეთი თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთიანი ძალა უნდა იყოს

ანდერს ფოგ რასმუსენი
thenews.com.pk

NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ამბოხებისა და რევიზიონიზმის ახალ ეპოქაში NATO და დასავლეთი თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთიანი და ძლიერი ძალა უნდა იყოს. ამის შესახებ რასმუსენმა Twitter-ზე დაწერა.

"აღმოსავლეთში რუსეთმა უარყო NATO-ს რეგიონში ჩართვის ძალისხმევა. რუსეთმა გათელა ყველა წესი და თავდადება, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება. სამხრეთში ISIS-ი ერაყსა და სირიაში საზარელ დანაშაულებებს სჩადის. ISIS-ი ტერორიზმის ჩვენს ხალხში გავრცელების რისკს ქმნის და რეგიონში სექტარიანიზმს უწყობს ხელს. ამბოხებისა და რევიზიონიზმის ამ ახალ ეპოქაში NATO და დასავლეთი თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთიანი და ძლიერი ძალა უნდა იყოს", - წერს NATO-ს გენერალური მდივანი.

კომენტარები