ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: საზოგადოებამ მშვენივრად იცის, ვინ ხატავს NDI-ის რეიტინგებს

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Palitra TV-სთან ინტერვიუში კვლავ მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევები ბევრ კითხვას ბადებს.

"ეს კვლევები ბევრჯერ შემიფასებია. ამ ინსტიტუტს ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ კვლევების თემა ბევრ კითხვას ბადებს. ამ კვლევებს, თუ არ ვცდები, ცქიტიშვილი (გოჩა ცქიტიშვილი, კომპანია IPM-ის დამფუძნებელი) ატარებს, რომელიც, პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის წევრია. გასაგებია, რატომ მოუნდა ასე დალაგება და რატომ მოუნდათ, ასე წარმოეჩინათ (რეიტინგები). ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩვენ პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვსაუბრობდით და თქვენ ნახეთ, როგორ აკენკა ნაციონალური მოძრაობის დალაგებული (რეიტინგები). თვითონ, თუ არ ვცდები, უარი განაცხადა კომენტარზე, მაგრამ რამდენჯერმე ასეთი რეაქცია ჰქონდა - კარგია, რომ მისი რეიტინგი იზრდება. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც აპირებს, მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტი იყოს, მშვენივრად ისარგებლა ნაციონალური მოძრაობის (რომელიც ასევე მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტია) გადაგდებული რაღაც ჯილდოთი, თუმცა, მანაც და მთელმა საზოგადოებამ მშვენივრად იციან, რეალურად ვინ ხატავს ამ რეიტინგებს", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები