გაეროს გენერალური ასამბლეა

რატიანი: სამარცხვინოა, როდესაც ოლიგარქის მითითებით იშლება პრეზიდენტის ვიზიტი

სამარცხვინოა, როდესაც არაფორმალური პირის, ოლიგარქის მითითებით იშლება ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი. ეს არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ, ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სამარცხვინოა მთავრობა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს ჩაშლის არაფორმალური პირის მითითებით.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ჩაიშალა.

კომენტარები