მე ვერავინ ვერ მომიყვანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც მე შევუშალე ხელი ხელისუფლებას, იქნება ეს აღმასრულებელი თუ პარლამენტი, თავისი საქმიანობის განხორციელებაში. ვერავინ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიტანს. მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. ეს არის რთული გზა. ამ გზაზე როდესაც რომელიმე ინსტიტუტი, დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თავის მანდატის მიხედვით პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად არის აღქმული, როგორც დაპირისპირება. მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ გავახსენო, ეს არ არის დაპირისპირება. ეს არის დემოკრატია და დემოკრატია რთულია, მე მესმის, მაგრამ ჩვენ მივალთ ამ წერტილამდე.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პრეზიდენტი: ვერავინ მომიყვანს ერთ მაგალითსაც, როცა ხელი შევუშალე ხელისუფლებას
tbl.ge/11fk
დაკოპირდა

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას. ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და ცდილობს, მის საქმიანობას ხელი შეუშალოს.
ამავე თემაზე
- ვოლსკი ივანიშვილზე: "აღარ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ
- ივანიშვილი: ასეთი თანამდებობის წევრები დავსაჯეთ და დემოკრატიის კუთხით ევროპა ტაშს გვიკრავს
- ივანიშვილი: ღმერთმა მომასწროს, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება, მოვესწრები ამას
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ ვუტოვებ მთელ გუნდს, ჩემნაირებს
- ივანიშვილი: საძმო გვმართავდა, სამოქალაქო ომი გვქონდა, ბოლოს მივიღეთ უდიდესი კატასტროფა - ენმ




