ავტოსაგზაო შემთხვევა

სოფელ ოსიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, თბილისიდან სამტრედიისკენ მიმავალი დეუს მარკის ავტომობილს საპირისპირო მხრიდან მომავალი ტოიოტა შეეჯახა. დაღუპულები არიან დეუში მყოფი ცოლ-ქმარი და 9 თვის ბავშვი.

შსს-მ ტაბულას ჟურნალისტთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯიპი ერთ-ერთი სამთავრობო უწყების იყო.

კომენტარები