ტურიზმი

კვირიკაშვილი: კაზანტიპი არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი

ტაბულა

უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, ანაკლიაში კაზანტიპზე გაცილებით უკეთესი ფესტივალი ჩავატაროთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, კაზანტიპი არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი და მის მიმართ მოლოდინი გადაჭარბებული იყო.

"ვერ გეტყვით, ეს ფესტივალი გაგრძელდება თუ არა. გეტყვით, რომ მოლოდინები იყო გაზვიადებული, რაც არასწორი იყო ცალკეული პირების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რათა ანაკლიის განვითარება მოვახდინოთ და იქ ჩავატაროთ გაცილებით ხარისხიანი ფესტივალი. ამ ფესტივალს განსაკუთრებული როლი არ უნდა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, ეს არის გემოვნების საკითხი, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ხელი არ შეუძლია ფესტივალის ჩატარებისთვის, თუმცა მომავალში მის მხარდაჭერას, სხვა გზებით ტურიზმის წახალისება ურჩევნია.

"სახელმწიფოს შეუძლია სხვა გზებით წაახალისოს ზღვისპირეთის ტურიზმი და სხვანაირად დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ამაში იყვნენ ჩართულნი, თუმცა დაბრალება ეკონომიკის სამინისტროზე, რომ ვინმესთვის ხელი შეგვეშალა, არ ყოფილა. კაზანტიპი არის ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალი, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები