უელსის სამიტი

გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა

უელსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა NATO-ს სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. "გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრონისლავ კომოროვსკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ პოლონეთი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების ერთგულ მხარდამჭერად. საუბარი უკრაინის კრიზისსაც შეეხო და მხარეებმა იქ შექმნილი ვითარება განიხილეს. სახელმწიფოთა მეთაურებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატოს სამიტის მოლოდინი გამართლდება და რეგიონი ბევრად უფრო უსაფრთხო და დაცული გახდება".

კომენტარები