უელსის სამიტი

რასმუსენი: უკრაინაზე მივიღებთ დეკლარაციას და კონკრეტულ ზომებზე შევთანხმდებით

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტამდე უკრაინის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, დღეს ის შეხვდება პრეზიდენტ პოროშენკოს, სამიტზე მიიღებენ დეკლარაციას და კონკრეტულ ზომებზე შეთანხმდებიან.

"მივესალმებით ყველანაირ ძალისხმევას, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანი გამოსავალი უკრაინის კრიზისიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვხედავთ რუსეთის ჩართულობას აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ დესტაბილიზაციაში. შესაბამისად, ვაგრძელებთ, მოვუწოდოთ რუსეთს, უკაინ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან, შეწყვიტოს იარაღისა და მებრძოლების შეყვანა უკრაინაში. შეწყვიტოს შეიარაღებული სამხესდროების მხარდაჭერა და ჩაებას კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში. ეს იქნება ჭეშმარიტი გზა უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად გადასაჭრელად. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს და მივიღებთ დეკლარაციას, ხაზს გავუსვამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა გავაფართოოთ თანამშრომლობა უკრაინასა და NATO-ს შორის", - თქვა რასმუსენმა.

უკრაინის საკითხის გარდა, უელსის სამიტის ფარგლებში NATO-ს მიერ საქართველოსთვის მომზადებულ ძირითად პაკეტზე იმსჯელებენ. საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკვე იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები