ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პიროვნება დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულმა პირმა ვლადიმერ ბ.-მ მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აბაშიძის ქუჩაზე (მკვლელობის ადგილზე) ავტომანქანით მიიყვანა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებულმა ვლადიმერ ბ.-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.