კრიმინალის ზრდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თერთმეტი გახმაურებული მკვლელობა მოხდა

გუშინ მომხდარმა მკვლელობებმა კრიმინალის გაზრდის თემა უფრო გააქტიურა - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეთერთმეტე მკვლელობაა, რომელიც გახმაურდა. მკვლელობების გარდა აგვისტოს თვეში საზოგადოებისთვის ცნობილი დაჭრის რამდენიმე შემთხვევაც გახდა - მხოლოდ 16 აგვისტოს ღამეს თბილისში სამ სხვადასხვა ადგილას 6 ადამიანი დაჭრეს, ამ დღეს ე.წ. მალაკნების ხიდთან მკვლელობაც მოხდა.

კომენტარები