ახალი ტექნოლოგიები

Apple-ი iPhone 6-ის მობილურ ელექტრონულ საფულედ ქცევას გეგმავს

iPhone 5S-ის თითის ანაბეჭდის ამომცნობი აპლიკაცია
Business Insider

Apple iPhone 6-ის მობილურ ელექტრონულ საფულედ ქცევას გეგმავს და ამის გაკეთებას Visa-სთან, MasterCard-თან და American Express-თან თანამშრომლობით აპირებს. 

შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ფართო საზოგადოება ამ წამოწყების შესახებ დეტალურად 9 სექტემბერს შეიტყობს. 

Bloomberg-ის თანახმად, სმარტფონის მობილურ საფულედ ქცევის შედეგად მომხმარებლები გადახდას მაღაზიებსა და სხვადასხვა მომსახურების წერტილებში საკუთარი ტელეფონით შეძლებენ და ტრანზაქციების დაცულობას თითის ანაბეჭდის ამომცნობი პროგრამა უზრუნველჰყოფს. 

ჯერჯერობით ინოვაციის შემუშავებაში ჩართული ყველა მხარე თავს იკავებს კომენტარისგან - წერს Bloomberg-ი. 

კომენტარები