სამომხმარებლო ბაზარი

მომხმარებელს სარეკლამო SMS-ზე უარის თქმა Reply-ს ფუნქციის საშუალებით შეეძლება

REUTERS

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა და მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა.

საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო იტყობინება, რომ კანონის მიხედვით, მოქალაქეს სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა SMS-ის Reply-ს ფუნქციის საშუალებითვე უნდა შეეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ განცხადებით მიმართონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.

კომენტარები