უკრაინის კრიზისი

გრიბაუსკაიტე: რუსეთი ევროპასთან ომის მდგომარეობაში იმყოფება

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

დღეს რუსეთი ევროპასთან მდგომარეოაბში იმყოფება, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა.

„დღეს რუსეთი ფაქტობრივად ომის მდგომარეობაშია უკრაინასთან, ქვეყანასთან, რომელიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. ამგვარად, ვფიქრობ, იმის თქმა შეიძლება, რომ რუსეთი ევროპასთან ომის მდგომარეობაშია", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უნდა დაეხმაროს. ევროკავშირის მოქმედ სანქციებს რუსეთის წინააღდეგ გრიბაუსკაიტემ "ძალიან ზოგადი" უწოდა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპული სანქციები რუსეთთან მხოლოდ ახალი სამხედრო კონტრაქტების გაფორმებას კრძალავს და უკვე მოქმედს არ ეხება. გრიბაუისკაიტეს თქმით, „უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება და პუტინის ტყუილებს აღარ უნდა ვუსმინოთ".

 

კომენტარები