უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა.

"შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. გიორგი მარგველაშვილმა და ვასილი ციბენკომ საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე იმსჯელეს და საერთაშორისო არენაზე კორდინაციის გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და უკრაინის ელჩმა უელსის სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილისა და პეტრო პოროშენკოს დაგეგმილი შეხვედრაც განიხილეს", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები