უელსის სამიტი

შვედეთი და ფინეთი NATO-ს ძალებს თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვებენ

nato.int

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ხელს მოაწერს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მემორანდუმს NATO-სთან, რაც ალიანსის სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედების საშუალებას მისცემს. მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს ფინეთის მთავრობაც NATO-ს უელსის სამიტზე სექტემბერში. ეს გადაწყვეტილებები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე იქნა მიღებული.

შვედური წყაროების ცნობით, შეთანხმება საშუალებას მისცემს მოკავშირეების ჯარებს, ისარგებლონ ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტერიტორიებით. მასპინძელმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სამხედროების ლოგისტიკური და სხვა სახის მხარდაჭერა.

რაც შეეხება ფინეთს, აღსანიშნავია, რომ მისი უდიდესი გამოცემის Helsingin Sanomat-ის გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემებით, უფრო მეტი ფინელი უჭერს ახლა მხარს NATO-ს წევრობას, ვიდრე ადრე. მათი მაჩვენებელი 22%-დან 26%-მდე გაიზარდა, 57% კვლავ წინააღმდეგია, 17%-ს კი – არ გადაუწყვეტია.

კომენტარები