NDI-ის კვლევა

NDI: 46%-სთვის მიუღებელია მთავრობის რეაგირება მავთულხლართების გავლებაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46%-სთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის რეაგირება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე. კვლევაში მონაწილეთა 33%-სთვის მისაღებია, ხოლო 20% პასუხობს, რომ "არ ვიცი".

აღსანიშნავია, რომ აპრილში პირიქით, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 46%-სთვის მისაღები იყო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობის რეაგირება, ხოლო 33%-სთვის მიუღებელი. მაშინაც, კვლევაში მონაწილეთა 20% პასუხობდა, რომ არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები