ვითარება უკრაინაში

პენტაგონი: აშშ მკაცრად გმობს რუსეთის ”დახმარების” უკრაინაში უნებართვო შესვლას

unian.info

აშშ-ის მთავრობა მკაცრად გმობს რუსული სატვირთო მანქანების უკრაინის ტერიტორიაზე უნებართვო გადაადგილებას - ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გამოიყვანოს სატრანსპორტო საშუალებები უკრაინის ტერიტორიიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ”გარანტია” მისცა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში არ შეიჭრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 აგვისტოს, უკრაინის ხელსუფლების თანხმობის გარეშე, უკრაინის საზღვარი გადაკვეთა ე.წ "ჰუმანიტარული ტვირთით" დატვირთულმა 227-მა რუსულმა სატვირთომ. ოფიციალური კიევი რუსული კოლონის გადაადგილებას ”პირდაპირ შემოჭრად” აფასებს. 

კომენტარები