ვითარება უკრაინაში

Unian: რუსული ე.წ ”ჰუმანიტარული დახმარების” მანქანები უკრაინას ტოვებენ

Reuters

რუსეთის ე.წ ”ჰუმანიტარული დახმარების” მანქანების ნაწილმა უკრაინის ტერიტორია დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით 184-მა სატვირთო მანქანამ უკრაინის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით ”ჰუმანიტარული დახმარების” მანქანების გაჩხრეკისა და დათვალიერების უფლება უკრაინულ მხარეს არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 აგვისტოს უკრაინის ხელსუფლების თანხმობისა და საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაწილებს გარეშე, უკრაინის საზღვარი გადაკვეთა ე.წ "ჰუმანიტარული ტვირთით" დატვირთულმა 227-მა რუსულმა სატვირთომ. რუსული კოლონის უკანონო მოქმედებებმა საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება გამოიწვია.

კომენტარები