ვითარება უკრაინაში

Unian: ტერორისტების მიერ დონეცკის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დონეცკის აეროპორტის ტერიტორია
Reuters

ტერორისტების მიერ საარტილერიო დაბომბვის შედეგად დონეცკში სამი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო უნიანი ავრცელებს. უნიანის ინფორმაციით ქალაქში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით ლუგანსკშიც უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობაა. ტერორისტები ცეცხლს არ წყვეტენ. არ მუშაობს მობილური ტელეფონები, ხალხს არ აქვს ელექტროენერგია და წყალი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი სროლის შედეგად 68 მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა.

კომენტარები