ვითარება უკრაინაში

ლუგანსკში ტერორისტებმა ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი მოკლეს

ukranews.com

ლუგანსკში ტერორისტებმა ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი მოკლეს -  ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსი საკუთარი ტვიტერიდან იუწყება.  

"ღრმა მწუხარებით ვიტყობინები, ახლახანს შევიტყვე, რომ ლუგანსკის ოლქში ტერორისტებმა გაიტაცეს და ბრუტალურად მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი" - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

მიკოლა ზელენიჩის მკვლელობას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი.

"შეძრწუნებული ვართ ლუგანსკში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლიტვის საგარეო კონსულის მიკოლა ზელენიჩის გატაცებითა და სადისტური მკვლელობით. მკაცრად ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულში, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს" - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.

კომენტარები