რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა

მაია ფანჯიკიძე: რუსეთის მხრიდან ახალი ემბარგო გამორიცხული არ არის

REUTERS

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან ახალი ეკონომიკური ემბარგოს დაწესებას არ გამორიცხავს. 

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დეპუტატების ნაწილმა რიგი ქვეყნებისათვის ეკონომიკური ემბარგოს დაწესება მოითხოვა. სიაში საქართველოც მოხვდა. 

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა აბაშიძე-კარასინის ფორმატის წარმატებამ განაპირობა და რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღმდგარიყო. 

იმ შემთხვევაში, თუ დაწესდა ახალი ემბარგო, ჩვენ რა თქმა უნდა შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას, - აღნიშნა მინისტრმა. 

კომენტარები