ეკლესია კაზანტიპის წინააღმდეგ

საპატრიარქო 19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისს გამართავს

news.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება 19 აგვისტოს ზუგდიდსა და ანაკლიაში პარაკლისს გამართავენ. განცხადებას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

„19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას", - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დის წინ სასულიერო პირებმა ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის გამართვა გააპროტესტეს.

კომენტარები