ეკლესია კაზანტიპის წინააღმდეგ

ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს. ისინი 20-30 აგვისტოს დაგეგმილ კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებდნენ და საზოგადოებას "ზნეობის დაცვისკენ" მოუწოდებდნენ.

მსვევლობის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები, რომლებიც ფესტივალთან დაკავშირებით რელიგიური შინაარსის პრეზეტენზიებს გამოხატავდნენ. დემონსტრანტები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას იჩენდნენ. მათ ტაბულას კორესპონდენტს შეურაცხყოფაც მიაყენეს.

პოლიციამ სასულიერო პირებს განმუხურის ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცა, რამაც პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება.

კომენტარები