მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება გადავიდა ეპისტოლარულ ჟანრში

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ბოლოხანს "ეპისტოლარულ ჟანრში გადავიდა". სააკაშვილმა თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალს არასერიოზული უწოდა, რადგან, მისი თქმით, "ნებისმიერი პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის წევს ხარჯებს, ეს არის ჩვეულებრივი". აღნიშნული მან რუსთავი2-ის ეთერში თქვა.

"ეს ბრალი წამოაყენეს იმიტომ, რომ პირველი ორი ბრალი, რომლებიც იყო წმინდა პოლიტიკური ხასიათის, ეს ყველამ აღიქვა არასერიოზულად. ამდენი წელი ბიძინა ივანიშვილი იძახოდა, რომ სააკაშვილმა 19 მილიარდი წაიღო - ამ კაცმა თვითონ თავისი ჭორები დაიჯერა. ამ 19 მილიარდის შემდეგ, იმის თქმა, რომ ამ 9 წელიწადში 8 მილიონი დახარჯა სააკაშვილმა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, საქართველოს არაღიარების პოლიტიკაზე - ვფიქრობ, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოდ აიგდებთ მათ. ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება გადავიდა ეპისტოლარულ ჟანრში. მე არ მახსოვს საქართველოს მთავრობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, რომ მიმოწერა გვქონოდა ვაშინგტონ პოსტთან ლანძღვა-გინებითი, შემდეგ ამერიკელ სენატორებთან წინ და უკან წერილები ეგზავნა. ეს ყველაფერი სამარცხვინო და მარაზმში გადადის უკვე. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას", - თქვა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის სამი ბრალი აქვს წარდგენილი - 7 ნოემბრის, ვალერი გელბახიანის საქმეებზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის.

კომენტარები