საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტის „წოწიალი“ არ უნდა ხდებოდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და სამუშაოდ ავლაბრის რეზიდენციაში იმის გამო გადავიდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა პალიტრა-ტვ-ის გადაცემა რეზიუმეში განაცხადა.

„ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი. ... როდესაც მიმითითეს ადგილი, ეს თემა გახდა პოლიტიკური. ეს უკვე ჩემს სურვილებს მიღმაა. საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობა, მდგრადობა და მისი წოწიალი რომ არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემი პიროვნების მიღმა თემაა. ამის ჩვენება ეტყობა, იყო საჭირო და ეს განხორციელდა კიდეც", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, „აღმოჩნდა, რომ უნდა ვამტკიცოთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია".

"ჩემი ღირებულებები ერთია, მეორეა პოლიტიკური რეალობა, სადაც ვალდებულებაა, რომ ინსტიტუტის მიმართ გამოიჩინო პატივისცემა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები