თეა წულუკიანის წერილი

წულუკიანი WSJ-ს: სააკაშვილის საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს

თეა წულუკიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა The Wall Street Journal-ს წერილი მისწერა, სადაც ამ გამოცემაში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

წერილში " საქართველოს სირცხვილი" The Wall Street Journal სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკური ანგარიშსწორების გამჭვირვალე მაგალითს უწოდებდა და იმედს გამოთქვამდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხმას აიმაღლებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით.

წულუკიანი წერს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და გამოძიება კონკრეტულ დანაშაულებებს ეხება, რომლებშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობა იკვეთება. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის ბრალი მთავრობას არ წარუდგენია, ეს პროკურატურამ გააკეთა, რომელიც 2013 წლის რეფორმის შედეგად იუსტიციის სამინისტროს აღარ ექვემდებარება.

"საქართველოს წარსულში ნამდვილადაა ბევრი სირცხვილი, მაგრამ 2007 წელი შემობრუნების წერტილად იქცა. ჩვენ მას არ გავექცევით, ჩვენ მისგან ვისწავლით და წინ წავალთ. დაზარალებულებს აქვთ უფლება საჩივრებზე პასუხები მიიღონ. სააკაშვილის საქმის თავისუფალმა გამოძიება ფაქტებს უნდა მიჰყვეს, იმუშაოს გამჭვირვალედ და მისდიოს კანონს. ეს პოლიტიკა არაა, ეს სამართალია.", - წერია წერილში.

კომენტარები