თბილისში არსებული ზოგიერთი ძეგლი, შესაძლოა, გადაადგილებას დაექვემდებაროს. მათ შორის, დედაქალაქის ცენტრში მდებარე ველოსიპედი. ქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ძეგლს ის დედაქალაქის შემოგარენში "9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ გადაიტანდა".
"ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმოშობის და წარმომავლობის ძეგლების ადგილი არ არის იქ, სადაც დგანან. სხვაგან შეიძლება ის რაღაცის სიმბოლოდ დავდგათ. მე პირადად 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ ობიექტს გადავიტანდი სხვა ტერიტორიაზე, თუნდაც დედაქალაქის შემოგარენში, რომ დამთვალიერებელს, ტურისტს ჰქონდეს საშუალება, ნახოს, როგორი მიდგომები იყო საერთოდ ძეგლებთან, არქიტექტურასთან და განვითარებასთან დაკავშირებით 9 წლის მანძილზე და პატარა ისტორიასაც დავაწერდი ქვემოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.





