მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

გია ვოლსკი: იმედის გასხვისებისას შავბნელი პროცესები მიმდინარეობდა

„მიხეილ სააკაშვილი ისე საუბრობს, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის ინტერესებით ვმოქმედებთ, თვითონ კი პირველ კურსზე КГБ დასდევდა. მათ მხარეს არავის აქვს სურვილი, ილაპარაკოს - იმედის წართმევა დანაშაული იყო თუ არა, მაშინ როდესაც ამას თვითონვე აღიარებდნენ და ოჯახს გაუგონარ თანხას სთავაზობდნენ“, - თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას. საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სცენარით მოქმედებს.

„ტელეკომპანია იმედის გასხვისების, ან გაცვლისას საქართველოს ზურგს უკან შავბნელი ელემენტებით მოცული პროცესები მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის გამოაცხადებს, რომ ივანიშვილი ერევა, იმიტომ, რომ სხვა გამართლება ვერ იპოვეს იმ დანაშაულის გასამართლებლად, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა“, - ამბობს გია ვოლსკი.

კომენტარები