გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში

გაერო: ყოფილ მოხელეთა მიმართ ბრალდებების რაოდენობა ანგარიშსწორებას ჰგავს

2012 წლის არჩევნებამდე ჩადენილი დარღვევების გამოძიება უნდა მოხდეს, მაგრამ ამას პოლიტიკური დევნის სახე არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს, თუმცა აღშფოთებულია ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მოქმედი ოპოზიციონერების რიცხვით.

„კომიტეტი აღიარებს მართლწესრიგის დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა და კორუფციაში მხილებულთა დაუსჯელობის თავიდან აცილების აუცილებლობას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ბრალდებების რიცხვმა ყოფილი მაღალჩინოსნების და მოქმედი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების აღქმა შექმნას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გამოიძიოს წინა დარღვევები, თუმცა თავიდან უნდა აიცილოს ის, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური დევნის სახე არ ჰქონდეს. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა სამართლებრივი დახმარება და შესაბამისი კომპენსაცია მიიღონ.

კომენტარები