ნეფთჩი - ჩიხურა

ნეფთჩის პრეზიდენტი: ჩიხურა გუნდი არ არის

sportbox.az
 
ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის გამართული, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული კლუბის პრეზიდენტმა, სადიხ სადიხოვმა. მის კომენტარს azerisport.com ავრცელებს.
 
"თამაში არ გამოგვივიდა. თუმცა, კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. დაპირისპირების ბედს საქართველოში გადავწყვეტთ. დღეს რაც ვნახეთ, ეს ფეხბურთი არ იყო. მეტოქე უმეტესწილად, საკუთარ საჯარიმოსთან იჯდა. მე მჯერა ჩემი გუნდის, ისევე როგორც წინა რაუნდისას მჯეროდა. რაც შეეხება ჩიხურას, ეს გუნდი არ არის", - განაცხადა სადიხოვმა.
 
რაც შეეხება რუკასთან დაკავშირებულ, ტრიბუნებზე განვითარებულ ინციდენტს, ნეფთჩის პრეზიდენტის თქმით, მას არ ესმის, რატომ დასჭირდათ ასეთი რამის გაკეთება გულშემატკივრებს.
 
"ჩვენ მათ დავეხმარეთ მატჩამდე - ისინი ბაქოში მოუმზადებლები ჩამოვიდნენ, არ შეუკვეთეს ავტობუსი. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები არიან. მათმა გულშემატკივრებმა რაღაც სეპარატისტული რუკა გადმოფინეს. ეს რა საჭიროა? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ", - განაცხადა სადიხ სადიხოვმა.

კომენტარები