სამთავრობო ცვლილებები

ბაქრაძე: ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია

ოპოზიცია ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში არის არაკონსტრუქციული, როდესაც ის არ ეთანხმება არსებულ პოლიტიკურ სისტემას და ძალადობრივი გზებით ცდილობს მის შეცვლას. როდესაც ოპოზიცია არ ცდილობს არსებული პოლიტიკური სისტემის დანგრევას და მხოლოდ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ნებისმიერ დემოკრატიაში ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია, - გააკეთა განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ბაქრაძემ 26 ივლისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს.

"ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც იქნება კრიტიკული უმუშევრობაზე, იქნება კრიტიკული ბიუჯეტზე, იქნება კრიტიკული ხალხის მომავალზე და ამას ნამდვილად გავაკეთებთ მომავალშიც", - ამბობს ბაქრაძე. 

ბაქრაძის თქმით, მთავრობა უნდა დაინტერესდეს არა წარსულით, რასაც ის დღეს მუდმივად აკეთებს, არამედ მომავლით და იმით, თუ როგორ დაიცვას მოსახლეობის ინტერესები. 

ერთადერთი გამონაკლისი გახდა ბატონი უსუფაშვილი, რომელმაც რაღაც მაინც თქვა მომავალზე, - აღნიშნა ბაქრაძემ გამოსვლის დასაწყისში.

კომენტარები