სამთავრობო ცვლილებები

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. 

ცვლილება შვიდ სამინისტროს შეეხო. კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გახდა, სასჯელაღსრულების მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრი გახდა. 

კომენტარები