საბანკო სექტორი

ივნისში მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა, ვადიანი დეპოზიტები - შემცირდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 349.4 მლნ ლარით ანუ 8.1%-ით და ვადიანი დეპოზიტების კლებას 59.2 მლნ ლარით ანუ 1.1 %-ით.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ივლისისათვის 10.2 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 290.1 მლნ ლარით ანუ 2.9 %-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური პროცენტი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.4%-ია.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში 81.1%-ით დომინირებს აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა ევრო 16.4%-ით. 

კომენტარები