კანონიერი ქურდი

ჭიკაიძე: მე ვარ გარანტი, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ფესვები ვერ გაიდგას

უკრაინაში რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო, მოგეხსენებათ ზოგადად საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას და ის ბრალდებები, რომ რაღაც ქურდები შემოჰყავთ და ქურდები არიან საქართველოში და მათ ხელს უწყობენ, ეს გამორიცხული არის. დღესდღეისობით, აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ქურდების წინააღმდეგ და მე პირადად გარანტი ვარ იმისა, რომ არანაირი კრიმინალური ავტორიტეტი ან ქურდული ტრადიციის მიმდევარი და ან ვიღაც პიროვნება საქართველოში არ დაისადგუროს და ფესვები გაიდგას. ამაზე მე თავს დავდებ ჩვენი საზოგადოების წინაშე. ესეთი თემები კიდევ, ჩემთვის მიუღებელია ამაზე საუბარი რა. აი, ეს პასუხი მაქვს მე თქვენთან, ბატონო გოკა.

ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გოკა გაბაშვილს, რომელმაც უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდის, ე.წ. რემენას საქართველოს საზღვარზე ჩუმად გადმოყვანის შესახებ დაუსვა კითხვა.

კომენტარები