უკრაინა

უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი გადადგა

არსენი იაცენიუკი


უკრაინის მთავრობა პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის მეთაურობით გადადგა - ამის შესახებ მედიას თავად პრემიერმა განუცხადა. იაცენიუკის თქმით, კოალიციის დაშლის შემდეგ მას ორი არჩევანი ჰქონდა:

"დაიშალა ერთი კოალიცია. პრემიერი იწყებს ახალი კოალიციის ჩამოყალიბების პროცედურას. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა მიიღოს კოალიციაში კომუნისტები და რეგიონების პარტიის წარმომადგენლები. მე ამას არ ვიზამ, არავითარ შემთხვევაში... და მეორე - თუ არ არის ახალი კოალიცია, ხოლო მოქმედი დაიშალა, მთავრობა და პრემიერი ვალდებულნი არიან, გადადგნენ. მე ვაცხადებ გადადგომას კოალიციის დაშლისა და სამთავრობო ინიციატივების ბლოკირების გამო", - თქვა იაცენიუკმა.

დღეს უმაღლეს რადაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა, რაც კოალიცია УДАР-ისა და Свобода-ს ფრაქციებმა დატოვეს.

კომენტარები