ეროსი კიწმარიშვილის საქმე

პრემიერი: ტელეარხი რომ გვდომებოდა, ბატონი ბიძინა მე-9 არხს არ დახურავდა

რა თქმა უნდა, [ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება] ტრაგიკული შემთხვევაა და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოძიებული უმოკლეს ვადაში და მე ვიცი, რომ მუშაობენ შესაბამისი უწყებები, ამ ფაქტის სრულად გამოსაძიებლად... პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ აბსურდულ და უზნეო ბრალდებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ბრალდება არის ყოვლად მიუღებელი და უსაფუძვლო. და მე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რაიმე სურვილი დამოუკიდებელი და, ასე ვთქვათ, საკუთარი ტელეარხის ფლობისა, ძალიან მარტივად, ბატონი ბიძინა თუნდაც შარშან არ დახურავდა ტელეკომპანია მეცხრე არხს, თანაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. როგორ გითხრათ, ამ ადამიანების უზნეო კომენტარებზე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო. ამას პასუხს გასცემს გამოძიება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის გადაცემა პოლიტიკის დროში ეროსი კიწმარიშვილის რუსთავი 2-ის გამო მკვლელობის ვერსიის შეფასებისას.

კომენტარები