აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფანჯიკიძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მისი იმპლემენტაციის საკითხებზე და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე, 2015 წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის გათვალისწინებით.

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი, საქართველოს პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. 

კომენტარები